Archive for the ‘Design’ Category.

The Vessel Collection \ Design

ორეგონაში დაფუძნებული დიზაინერული სტუდია – CraftedSystems–ის დიზაინერმა – Aurelie Tu–მ, წარმოადგინა საკუთარი პროექტი – The Vessel Collection–ი, რომელიც დეკორატიულ საყვავილეებს წარმოადგენს. კოლექცია 100 %–იანი შალის ძაფისგან დართული, ქეჩის მასალითაა შექმნილი. 6 ფერში შესრულებული სხვადასხვა ფორმის ნაკეთობანი ხელნაკეთია და ავტორისეულ ნიჭიერებასა და ორიგინალურობაზე მეტყველებს.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Beach House Kitchen \ Design

ფოტოები, რომელთაც ახლა შემოგთავაზებთ, ავსტრალიელი დიზაინერის – Kim Duffin–ის ნამუშევარი გახლავთ, რომელიც დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებული, სანაპირო ზოლზე არსებული, თანამედროვე საცხოვრებლისთვის განკუთვნილი ორიგინალური სამზარეულო გახლავთ.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Hans Van Bentem \ Design

ჰოლანდიელმა მოქანდაკემ და დიზაინერმა – Hans Van Bentem–მა წარმოადგინა ფრიად უცნაური ფორმების, ორიგინალური და საკმაოდ ძვირადღირებული გასანათებელი საშუალებანი, რომელთა საფასური 25 ათასი დოლარიდან იწყება. გაცნობებთ, რომ – Hans Van Bentem–ის ნამუშევრებით ძალზედ აღფრთოვანებულმა მადონამ, უკვე შეიძინა ერთ–ერთი მათგანი.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

New Flagship Store for Poliform in Bahrain \ Design

იტალიურმა ავეჯის მწარმოებელმა ბრენდმა – Poliform–მა, სულ ახლახანს გახსნა თავიანთი ქსელის წამყვანი მაღაზია, რომელიც ბაჰრეინში მდებარეობს, რითაც შესაძლებლობა შეექმნა არაბულ მარკეტულ ქსელში საკუთარი პროდუქციის წარმოდგენისა.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

The MAGIKA Kitchen \ Design

სამზარეულოთა იტალიურმა მწარმოებელმა – Pedini–მ შემოგვთავაზა მათ მიერ შექმნილი უახლესი პროექტი – The MAGIKA Kitchen–ი, სადაც სამზარეულოთა ნაირსახეობანია წარმოდგენილი. კოლექციის დიზაინერი გახლავთ – Domenico Paolucci.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Jacob Dahlstrup Jensen \ Design

25 წლის დანიელმა მხატვარ–დიზაინერმა – Jacob Dahlstrup Jensen–მა წარმოადგინა ფრიად ორიგინალური და ცოტა არ იყოს უცნაური ნამუშევარი. ეს გახლავთ ბანანისაგან შექმნილი ხომალდი. შედევრის შესაქმნელად გარდა ბანანისა მან გამოიყენა ხე (ღუზისათვის) და ქსოვილი (აფრებისათვის).

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Vincent Reardon \ Design

დიზაინერმა – Vincent Reardon–მა ჩვეულებრივი კერამიკის მასალისგან შექმნილი ჩაიდანი, ახალი იერსახით წარმოგვიდგინა. მისი დიზაინით ჩაიდანს 3 ფეხი ისე აქვს განლაგებული, რომ შესაძლებლობა გეძლევათ მათ შორის ანთებული სანთელი განათავსოთ, რათა მასში არსებული შიგთავსი თბილი ტემპერატურის იყოს.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Hanging Air Plant Pods \ Design

ამერიკელმა დიზაინერმა – Michael McDowell–მა წარმოადგინა საკუთარი პროექტი, რომელიც ოთახის დეკორატიულ მცენარეთათვის განკუთვნილ, ჰაერში დასაკიდ, ორიგინალურ ქოთნების კოლექციას წარმოადგენს.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Takkoda \ Design

Takkoda – ეს გახლავთ ლონდონში არსებული კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება ისეთი სუვენირების შექმნაზე, რომლებზეც ცნობილი ადამიანების გამოსახულებანია დატანილი. კომპანიის სახელწოდება – Takkoda – ინდური ენიდან თარგმნისას ითარგმნება, როგორც – „ყველას მეგობარი“. მათ მიერ შექმნილ ნაწარმში შეხვდებით: მაისურებს, ფინჯნებს, ჩანთებს, სხვადასხვა სახის ნიშნებსა და მაგნიტებს.

Image Hosting [top100.ge]
Ozzy Osbourne.

ნახე დაწვრილებით »

Racepresso Coffee Machine \ Design

კომპანია – Ferrari–მ და Nespresso–მ წარმოადგინეს ესპრესო დანადგარის ახალი კონცეპტი, სახელწოდებით – „Racepresso“, რომელიც ყავის მადუღარა გახლავთ. უჩვეულო სიახლე, რომლის ავტორიც დიზაინერი – Ilgar Rustamov–ი გახლავთ, გარეგნულად სარბოლო ჩაფხუტს (შლემს) მოგვაგონებს.

Image Hosting [tp100.ge]

ნახე დაწვრილებით »

 {WERTILI}