Archive for the ‘Events’ Category.

Australians Celebrate World Beard Day 2010 \ Events

ავსტრალიაში, კერძოდ ადელაიდაში შედგა დღესასწაული – „World Beard Day 2010“, რომელიც უკვე 6 წელია რაც ტარდება. დღესასწაულში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ ნებისმიერ წვეროსან ადამიანს, განურჩევლად ასაკისა. დღესასწაულის წლევენდელი საპატიო სტუმარი კი გახლდათ როკ–ჯგუფი – “The Beard”–ი ( Facey McStubblington-ი, Johann Beardraven, Nathaniel Beard). გთავაზობთ ფოტოებს:

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Viking fair and market \ Events

ნორვეგიის ქალაქ Lillestrom-ში ჩატარდა ვიკინგთა ტრადიციული ფესტივალი. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ Gjallarstadir Viking Group–ი. ტრადიციული ვიკინგთა ბრძოლების გარდა, ხალხი ერთმანეთს ეჯიბრებოდა ხეზე ასვლაში, ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლო გამოწყობილიყო ვიკინგთა ტრადიციულ კოსტუმში. ტრადიციულად ფესტივალი ყოველთვის ტარდება სექტემბრის პირველ კვირას…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

London Sky Ride 2010 \ Events

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, გუშინ ჩატარდა ყველზე მასშტაბური ველოსიპეტებით გარბენა London Sky Ride 2010–ი. ღონისძიების ორგანიზატორი გახლავთ ქალაქის მერი Boris Johnson–ი. ლონდონის ქუჩები 3 საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. თავად ველოსიპეტებით გარბენა მიმდინარეობდა მუსიკის თანხლებით, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. წელს გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 85–მა ველოსიპედისტმა…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Birthday of the God of Krishna \ Events

2 სექტემბერს, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში ყოველთვის აღნიშნავენ ღმერთ კრიშნას დაბადების დღეს…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Notting Hill Carnival \ Events

29დან 30 აგვისტომდე, დიდ ბრიტანეთში ჩატარდა კარნავალი, სახელწოდებით Notting Hill Carnival–ი. ღონისძიებაზე ტარდება მედოლეების კონკურსი, კონკურსი საუკეთესო კოსტუმისთვის და სხვა მრავალი კონკურსები. პირველად კარნავალს საფუძველი 1966 წელს ჩაეყარა. ორგანიზატორთა შეფასებით კარნავალს დაახლოებით მილიონი ადამიანი დაესწრო…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Festival Tomatina 2010 \ Events

ესპანეთის ქალაქ Bunyol–ში, ყოველ წელიწადს ტარდება ტომატის ფესტივალი, რომელსაც უამრავი ტურისტი ესწრება. ფესტივალი ერთი კვირა გრძელდება, სადაც გარდა იმისა, რომ ტომატის წვენით გაწუწვა გარდაუვალია, იმართება მუსიკალური წარმოდგენები, აღლუმები და სალიუტები. ყოველ წელიწადს დღესასწაულზე გამოიყენება დაახლოებით 100 ტონა პამიდორი…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Daegu International Bodypainting Festival – 2010 \ Events

თუ თქვენ კიდევ ვერ ანსხვავებთ body painting–ს (სხეულის მოხატვა) და Body art–ს (სხეულის ხელოვნება) ერთმანეთისგან, დღევანდელ ფოტო ნაკრებში შევეცდებით აგიხსნათ მათი განსხვავებულობის შესახებ. body painting–ი Body art–ის ნაირსახეობაა და დაყრდნობილია მაკიაჟისა და ვიზაჟის საფუძველზე. უფრო ზუსტად, მთავარი მახვილი body painting–ის დროს კეთდება სხეულის მოხატვაზე. როგორც ცნობილია ეს ერთ–ერთი უძველესი ხელოვნებაა, რომელიც საფუძველს ინდოელებისგან იღებს. ფესტივალი, რომელზეც ეხლა ვისაუბრებთ, ზუსტად სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს 27 დან 29 აგვისტომდე, სამხრეთკორეის ქალაქ Daegu–ში. ფესტივალზე დამსწრეთ გარდა იმისა, რომ საშუალება ექნებათ დაათვალიერონ მოხატულ სხეულიანი ხალხი და თავადაც მოიხატონ სხეული შეეძლებათ მიირთვან გემრიელი, ეროვნული კერძები, მონაწილეობა მიიღონ დიდი რაოდენობის კონკურსებში, დაათვალიერონ გამოფენები და მოუსმინონ მუსიკას. ფესტივალი ფეიერვერკებით სრულდება…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Hungry Ghost Festival \ Events

ჩინეთში, ტაივანში და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში აღნიშნავენ დღესასწაულს Hungry Ghost Festival–ს. ჩინურ კალენდარში, მთვარის კალენდრის მიხედვით, მეშვიდე მთვარის თვის, მეთხუთმეტე დღეს, მოიხსენიებენ მოჩვენების სახელით და თავად მეშვიდე თვე ატარებს მოჩვენების სახელს. დღესასწაულის ჩატარების მიზანია – გარდაცვლილთა სულების დამშვიდება. მთელი თვის განმავლობაში გარდაცვლილთა სულებისთვის ხალხს მოაქვთ საკვები. ლეგენდის მიხედვით, მთვარის კალენდრის, მეშვიდე თვეს, სწორედ ამ დღეს იხსნება ჯოჯოხეთის კარები და მოჩვენებებს შეუძლიათ წყნარად ისეირნონ დედამიწაზე საკვებისა და გართობის საძებნელად…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Miss Universe 2010 \ Events

ლას–ვეგასში დასრულდა 2010 წლის „მის სამყარო“–სადმი მიძღვნილი ცერემონია, რომელიც რიგით 59–ე გახლდათ. გამარჯვებულად კი გამოცხადდა 22 წლის მექსიკელი (იგი გვადალახარას მკვიდრია) ლამაზმანი – Jimena Navarrete, რომელმაც 6 კონტინენტის 88 ლამაზმანს გაუწია კონკურენცია.

Image Hosting [top100.ge]
Miss Universe 2010.

ნახე დაწვრილებით »

Festival “Sail Amsterdam” \ Events

პირველად ფესტივალი “Sail Amsterdam”–ი 35 წლის უკან ჩატარდა, მას შემდეგ ფესტივალი ყოველ წელიწადს ტარდება. წელს ფესტივალზე მონაწილეობას იღებდა 600 სხვა და სხვა ზომის გემი. ფესტივალზე ტარდება უამრავი კონკურსი და სპორტული შეჯიბრებები, ასევე იდგმება თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენები, იალქნიანი გემების აღლუმები. ფესტივალზე დამსწრეთ შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ გემები შიგნიდან, გაეცნონ მათ ისტორიას…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

 {WERTILI}