Archive for the ‘News Photo’ Category.

Earthquake in New Zealand \ News Photo

4 სექტემბერს, ახალ ზელანდიაში მოხდა 7 ბალიანი მიწისძვრა. კატასტროფის შედეგად დაინგრა შენობები, შუაზე გაიპო მიწა, ზოგიერთ რაიონს კი არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, გაზი და წყალი. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის, მაგრამ მიწისქვეშა ბიძგები ჯერ კიდევ გრძელდება…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

The 14-year-old Brazilian growth more than 2 meters \ News Photo

ბრაზილიაში ცხოვრობს 14 წლის ელისან სილვა, რომლის სიმაღლე 2 მეტრი და 5 სანტიმეტრია. ამის გარდა გოგონა განაგრძობს ზრდას. გოგონას სურს, რომ სამომავლოდ მოდელად იმუშაოს. ექიმები თვლიან, რომ გოგონას ჯანმრთელობა საფრთხის წინაშეა და იგი საჭიროებს მკურნალობას…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Action PETA in Washington \ News Photo

იმისათვის, რომ ცხოველთა უფლებები დაიცვან რას არ აკეთებენ ორგანიზაცია PETA–ს აქტივისტები. ისინი ქურქებს წითელი საღებავით ღებავდნენ, სეირნობდნენ ნახევრად შიშვლები სიცივეში, ქუჩებში ხელოვნურ სისხლში შეღებილნი იწვნენ. გასულ კვირას, ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში PETA–ს აქტივისტებმა კვლავ მოაწყვეს საპროტესტო აქცია. ფრინველის კოსტუმებში გამოწყობილი გოგონები, მოუწოდებდნენ საზოგადოებას უარი ეთქვათ კვერცხის გამოყენებაზე, ასევე ისინი უმასპინძლდებოდნენ ხალხს ტკბილეულით, რომელიც მხოლოდ ვეგეტარიანული ინგრედიენტებით იყო დამზადებული…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Flooding in Pakistan: Children \ News Photo

პრობლემებისგან, ომისგან და სტიქიური მოვლენებისგან ყველაზე მეტად ზარალდებიან: ქალები, მოხუცები და ბავშვები. პაკისტანში უკვე რამოდენიმე კვირაა რაც სტიქია მძვინვარებს, ამის გამო კი წყალდიდობისგან გამოწვეული პრობლემები უფრო და უფრო რთულდება. დატბორილი სოფლების და ლტოლვილთა რიცხვი იზრდება. ქვეყანაში ჰუმანიტარული სიტუაცია დღითიდღე უარესდება. დღესდღეობით 3,5 მილიონი ბავშვი არის დაავადების საფრთხის წინაშე, დაბინძურებული წყლის და მწერების გამო…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Michelle Obama’s Spain Holidays 2010 \ News Photo

ამერიკის პირველმა ლედიმ – Michelle Obama–მ შვებულება ესპანეთში გაატარა საკუთარ 9 წლის ქალიშვილთან – Sasha–სთან და ოჯახის ძველ მეგობრებთან ერთად. ესპანეთში ყოფნისას იგი ოფიციალური ვიზიტით ეწვია მეფე – Juan Carlos I de Borbón–ს, დედოფალ – Sofia–სა და პრინცესა – Letizia–ს.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Hotel Kosta Verde in Costa Rica \ News Photo

რა შეიძლება მოუხერხოთ ძველ 1965 წელს გამოშვებულ, Boeing 727–ს? რა თქმა უნდა შეგვიძლია იგი თვითმფრინავთა სასაფლაოზე გავამგზავროთ ან რეკონსტრუქცია გაუკეთდეს და შესანიშნავ სასტუმროდ გადაკეთდეს…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Landslip in China \ News Photo

კოკისპირულმა წვიმებმა, ჩრდილო–დასავლეთით, ჩინეთის პროვინცია Gansu–ში გამოიწვია მეწყერი, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაზარალდა, არის მსხვერპლიც…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Harmless burial place on the Chinese cemetery \ News Photo

ივლისის ბოლოს, ჩინეთის ქალაქში, ტიანძინში, ადგილობრივ სასაფლაოზე ჩატარდა ბიოდეგრადირებული ურნების მასიური, საზეიმო დაკრძალვა. (ასეთი სახის ურნები დამზადებულია ქვიშისა და თიხისაგან, რომელიც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ იშლება). ჩინეთში ძალიან დიდი პრობლემაა მიცვალებულთა დაკრძალვის. იქ ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი იღუპება. უხეშად რომ ვთქვათ ადგილი ყველას არ ეყოფა, ამიტომ საჭიროა ეკონომია. ბიოდეგრადირებული ურნები კი პატარა ზომისაა და დიდ ადგილს არ იკავებს. გთავაზობთ ფოტოებს…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

And you still eat meat? \ News Photo

ცხოველთა უფლებების დაცვის PETA–ს ორგანიზაციამ (People for the Ethical Treatment of Animals)–მა, ნიუ–იორკში ჩაატარა შოკის მომგვრელი კამპანია, ლოზუნგით – ხორცი – ეს მკვლელობაა. მოხალისეები ორგანიზაციიდან, იყვნენ შეფუთულნი, სწორედ ისეთი შეფუთვით, როგორი შეფუთვითაც სუპერმარკეტებში იყიდება ხორცი. გთავაზობთ ფოტოებს…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Oil leak in China \ News Photo

17 ივლისს, ჩინეთის ჩრდილოაღმოსავლეთით საპორტო ქალაქ Dalian–ში, აფეთქდა ორი ნავთობსადენი. მილები 15 საათის განმავლობაში იწვოდა, რომელმაც რამოდენიმე შენობა გაანადგურა. აფეთქების მიზეზი დგინდება. დაზიანებული მილებიდან ყვითელ ზღვაში ნავთობი ჩაედინა. გაჟონვის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. ნავთობის ლაქა უკვე 430 კვ. კილომეტრამდე გავრცელდა, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ ზელისუფლებამ გასცა პორტებისა და სანაპიროების დახურვის ბრძანება, მანამდე სანამ მუშახელი და მეთევზეები არ მოაწესრიგებენ აფეთქების შემდგომ მომყოლ შედეგებს…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

 {WERTILI}