Archive for the ‘Phones’ Category.

Nokia Kinetic \ Phones

ახალგაზრდა ბრიტანელმა დიზაინერმა – Jeremy Innes-Hopkins–მა წარმოადგინა ფრიად საინტერესო კონცეპტი – “Nokia Kinetic Concept Phone”–ი, რაც მობილური ტელეფონის მოდელი გახლავთ, რომელსაც ძალუძს შემომავალი ზარებისა და მოკლე შეტყობინებების ფონზე დაიტუმბოს. საქმე იმაში გახლავთ, რომ სიახლე მოიცავს შიდა მოწყობილობას, რომელიც ციფრულ ინფორმაციას კინეტიკურ ენერგიად გარდაქმნის.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Apple iPhone 4 \ Phones

WWDC–2010-ის კონფერენციაზე – Apple–ის ხელმძღვანელმა – Steve Jobs–მა (შეგახსენებთ, რომ Apple–ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი – სთივ ჯობსი მსოფლიოს ყველაზე ეფექტურსა და კორპორატიულ 50 ხელმძღვანელთა სიაში გახლავთ, INSEAD (Institut Européen d’Administration des Affaires)–ის ექსპერტთა მონაცემებით.), წარმოადგინა მობილური – iPhone 4, რომლის შესახებაც დიდი ხანია მოარული ხმები დადის. როგორც მანვე გვაუწყა, ესაა ყველაზე საუკეთესო, ყველაზე მოხერხებული და ყველაზე სწრაფი, გაცილებით თხელი ფორმის, მეოთხე თაობის აიფოუნის კონცეპტუალური მოდელი, რომელიც უმაღლესი ხარისხის ეკრანით (960 x 640 პიქსელით), 5 მეგაპიქსელიანი კამერით, LED flash–ით HD ვიდეო–ჩანაწერის შესაძლებლობით და სხვა სიახლეეებითაა აღჭურვილი, რომლის საბაზრო ქსელში ხილვასაც ამ თვის (ივნისის) ბოლოსთვის გვპირდებიან.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Sony Ericsson XPERIA™ X10 \ Phones

2010 წლის პირველ კვარტალში, მობილური ტელეფონების მოყვარულთ კიდევ ერთი სიურპრიზი ელით, რამეთუ გასაყიდ ქსელში გამოჩნდება – Sony Ericsson–ის მიერ წარმოებული მორიგი შედევრი – XPERIA X10, სმარტფონი, რომელსაც უკვე ადარებენ Google Phone Android-ს. იგი მართლაც რომ პირველი მობილურია, რომელსაც მასზე ადამიანის მიერ განხორციელებილი ზემოქმედება ინტუიციურ დონეზე დაჰყავს.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Marimekko style \ Phones

Marimekko – ეს გახლავთ დიზაინერული ბიურო, რომელიც ძალზედ მკვეთრსა და ნათელ ფერებში შესრულებულ პროექტებს ანხორციელებს. და აი, ეს ფინური კომპანია გაერთიანდა – Sharp–თან და ერთობლივი ძალებით გამოსცეს მობილური ტელეფონი, რომელიც – Sharp SH- 08B–ს ბაზაზეა შექმნილი და ხელმისაწვდომია – NTT Docomo–ს ქსელში. ტელეფონს ამ ბრენდისთვის დამახასიათებელი კლასიკური იერსახე აქვს, მაგრამ ჯერ–ჯერობით მხოლოდ იაპონიის გასაყიდ ქსელში მოიპოვება.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Sony Ericsson Vivaz pro with QWERTY \ Phones

ბარსელონაში წარმართულ კონგრესზე სხვადასხვა ბრენდის უამრავი მობილური აპარატი იყო წარმოდგენილი, თუმცა მათ შორის პრივილეგირება – Sony Ericsson–ს ერგო. და აი, კიდევ ერთი სიახლე – Sony Ericsson–ისგან გახლავთ ტელეფონი – Vivaz pro, რომელიც სენსორული – Sony Ericsson–ი (Vivaz (U5))- სგან – QWERTY–ს სრულყოფილი კლავიატურის დანამატით განსხვავდება, რაც შესაძლებლობას იძლევა ელექტრონული ფოსტით, SMS და სოციალური ქსელებით უკეთესი ურთიერთობისა.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Sony Ericsson Vivaz \ Phones

მობილური ტელეფონი – Sony Ericsson Vivaz–ი, ეს გახლავთ – Communication Entertainment–ის ტელეფონთა მეორე ხაზი, რომელსაც HD ვიდეო გააჩნია, რომლის დიზაინიც – human curvature–ს ეკუთვნის.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Microsoft Kin One & Kin Two \ Phones

12 აპრილს შედგა პრეზენტაცია კომპანია – Microsoft–ის 2 ახალი პროდუქციისა – Kin One–ი და Kin Two, რომელიც მობილურ ტელეფონებს წარმოადგენენ. ეს გახლავთ სენსორულ ეკრანიანი და QWERTY –ს კლავიატურიანი მობილურები, რომლებიც ОС Windows Phone–ის სისტემაზეც მუშაობს და სოციალურ ქსელზეც. მობილურები გათვლილია ახალგაზრდა (25 წლამდე) აუდიტორიაზე, რომლებზეც შესაძლოა Facebook–ის, Twitter–ის, Windows Live –ისა და MySpace–ის მიერთება. აპარატურული პლატფორმა – KIN — NVIDIA Tegra–სი აქვს იგივე, რაც Microsoft Zune HD–ის.

Image Hosting [top100.ge]
Microsoft Kin One & Kin Two.

ნახე დაწვრილებით »

Celsius X VI II \ Phones

შვეიცარიაში, Baselworld–ში, სადაც მუდამ გამოიფინება საათები და სხვა საიუველირო ნაწარმი, ფრანგულმა კომპანიამ წარმოადგინა – Celsius X VI II, რომელიც „ლუქსის“ კლასის მობილურ ტელეფონს წარმოადგენს. მოდელი მთლიანად აღჭურვილია საათის მექანიზმით. აპარატი შედგება 547 მექანიკური კომპონენტისგან, რომელიც ხელითაა აწყობილი. ნაკეთობის საფასურია – 300 000 დოლარი.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Fly DS185 & Fly SL 140DS \ Phones

Fly გვთავაზობს მობილური ტელეფონის 2 ახალ ნაირსახეობას: თანამედროვე მონობლოკი – Fly DS185 და ე.წ. სლაიდერი (slider) – Fly SL 140DS. თითოეულ მათგანს გააჩნია 2 სიმბარათი, რაც ლოდინის რეჟიმში მუშაობს. მოცემული მოდელებით უდაოდ მოიხიბლებიან ისინი, ვისთვისაც დიზაინი და ფუნქციონალურობა მთავარმნიშვნელოვანია.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Mobile Phones \ Phones

დღევანდელი ჩვენს მიერ გამოქვეყნებული პოსტი ალბათ უფრო მანდილოსნებს დააინტერესებთ. ჩვენ მოვამზადეთ იმ მობილური ტელეფონების ფოტო ნაკრები, რომელიც ქალთა ხელ–ჩანთაში კარგად მოთავსდება და იგი დისკომფორტს არ შეუქმნის მანდილოსნებს. ჩვენს მიერ წარდგენილი ზოგიერთი მობილური ტელეფონის მოდელი, დიზაინერებმა მხოლოდ მანდილოსნებისთვის შექმნეს. (მობილური ტელეფონების დახასიათება შეგიძლიათ სპეციალურ საიტებზე იხილოთ). გთავაზობთ ფოტოებს…

Image Hosting [top100.ge]
სპეციალურად ქალბატონებისთვის შექმნილი მობილური ტელეფონი – Touch Diamond P3700.

ნახე დაწვრილებით »

 {WERTILI}