Archive for the ‘Sports’ Category.
სინგაპურში სტარტი აიღო 2010 წლის ახალგაზრდულმა პირველმა საზაფხულო ოლიმპიურმა თამაშებმა – Youth Olympics 2010, რომლის ცერემონიაც – Marina Bay–ს იმპროვიზირებულ არენაზე შედგა. ოლიმპიადა 12 დღე გაგრძელდება და 26 აგვისტოს დასრულდება.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i159011_youtholympicgamessingaporeopening07.jpg)
ნახე დაწვრილებით »
ამერიკაში აღდგა როლიკებით ბრძოლა, რომელიც პოპულარული 60–70–იან წლებში იყო. ეს სპორტის საკმაოდ სასტიკი სახეობაა, მაგრამ ამ სპორტის სახეობამ მოახერხა ამერიკელ ხალხთა გულის დაპყრობა. თანამედროვე ბრძოლების წესების მიხედვით, ბრძოლაში მონაწილეებს აქვთ უფლება, თავიანთ მოწინააღმდეგეებს ფეხი წამოუდონ, იდაყვები ჰკრან, სწორედ ისე, როგორც ეს იყო 60–იან წლებში დაშვებული. ალბათ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ დღეს როლიკებით ბრძოლათა პროფესიონალური ლიგა ქალთა გუნდისგან შედგება. გთავაზობთ ფოტოებს, რომლებზეც აღბეჭდილია გუნდ Lilac City Roller Girls–ის გოგონები…
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i153505_1.jpg)
ნახე დაწვრილებით »
გთავაზობთ მსოფლიოში არსებულ ყველაზე მდიდარ ჩოგბურთელთა რეიტინგს. სპორცმენები სხვადასხვა წყაროებით მდიდრდებიან. მაგალითად Maria Sharapova ყველაზე დიდ ანაზღაურებას იღებს ისეთი ცნობილი კორპორაციების რეკლამებში გადაღებებისთვის, როგორებიცაა: Canon, Colgate-Palmolive, Motorola, Nike, Tiffany და Land Rover–ი. Maria Sharapova–ს, ჯერ მარტო კომპანია Unilever–ი, შამპუნის რეკლამირებისთვის 2 მილიონ დოლარზე მეტს უხდის…
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i154060_1.jpg)
Roger Federer (შვეიცარია) – 35 მილიონი დოლარი.
ნახე დაწვრილებით »
დასრულდა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2010 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის შუალედში, სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში მიმდინარეობდა და გამარჯვებული გუნდიც გაირკვა. 11 ივლისის ფინალური ტურნირი ესპანეთის ნაკრების გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. Soccer City–ს სტადიონზე – Andrés Iniesta–ს მიერ, დამატებით დროში (116–ე წუთზე) ჰოლანდიელთა კარში გატანილმა ერთადერთმა გოლმა მოუტანა გუნდს მსოფლიო ჩემპიონთა ტიტული, რაც ესპანელთათვის, მსოფლიო ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i147425_worldcup2010finalspainnetherlands.jpg)
2010 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, რომელზეც მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი გახდა.
ნახე დაწვრილებით »
სანამ 11 ივლისისთვის დაგეგმილი საფინალო მატჩი შედგება, რომელზეც ერთმანეთს ჰოლანდიისა და ესპანეთის საფეხბურთო გუნდები ხვდებიან, შემოგთავაზებთ მსოფლიო ჩემპიონატთათვის განკუთვნილი ბურთების ფოტოებს, სადაც ურუგვაიში ჩატარებულ, 1930 წლის პირველ ჩემპიონატზე გამოყენებული უბრალო ბურთიდან, 2010 წლის ჩემპიონატის მაღალტექნოლოგიურად შესრულებული ბურთი –„ Jabulani“–ცაა ასახული. საფეხბურთო ჩემპიონატის ბურთების ფოტოები გადაიღო გერმანელმა ფოტოგრაფმა – Jens Heilmann–მა, რომელიც პროექტი – «Die Weltmeisterschaftsbälle»–ისთვის მოამზადა.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i146698_worldcupfootballballs.jpg)
საფეხბურთო ჩემპიონატის ბურთები 1930 წლიდან 2010 წლის ჩათვლით.
ნახე დაწვრილებით »
დასრულდა 2010 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის – World Cup 2010 South Africa–ს 1/8 ფინალი და ¼ ფინალის 2010 წლის ფლეი–ოფის წყვილთა შეხვედრებიც გაირკვა. ნახევარფინალი კი პარასკევსა და შაბათს წარიმართება. პარასკევს შედგება ურუგვაისა და განას და ასევე გერმანიის ნაკრებისა და არგენტინის გუნდების შეხვედრა, ხოლო შაბათს კი ჰოლანდიისა და ბრაზილიის გუნდებს შორის და ასევე პარაგვაისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის შერკინებას იხილავთ. ჩვენ კი შემოგთავაზებთ ფეხბურთის სხვადასხვა ქვეყნის, საკმაოდ ეგზოტიკურსა და ორიგინალურ ნიღბებსა და სამოსში გამოწყობილი ფანატების ფოტოებს, რომლებიც ალბათ დაგვეთანხმებით, რომ საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება:
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i143599_worldcup2010fanspart2.jpg)
Fans of FIFA World Cup 2010.
ნახე დაწვრილებით »
ამჯერად თქვენს ყურადღებას მოვიპყრობთ ფოტოკოლაჟზე, რომელიც – World Cup South Africa 2010–ის ჩემპიონატის ფეხბურთის გულშემატკივართა თემატიკას ეძღვნება, რომლებიც სამხრეთ აფრიკას სტუმრობენ მოცემულ ღონისძიებასთან დაკავშირებით.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i138581_worldcup2010fans.jpg)
ნახე დაწვრილებით »
11 ივნისს, სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგის სტადიონ – Soccer City-ზე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი – 2010 World Cup South Africa, სადაც ულამაზესი წარმოდგენა წარიმართა, რომელიც ეროვნული კოლორიტით იყო გაჯერებული.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i137215_worldcup2010southafricaopening.jpg)
ნახე დაწვრილებით »
წელს ჩატარებულ ველოსპორტში Giro d’Italia–ში გაიმარჯვა იტალიელმა Ivan Basso–მ. Ivan Basso ალბათ, ასევე მონაწილეობას მიიღებს Tour de France–ში და არაა გამორიცხული, რომ იგი კვლავ გაახარებს თაყვანისმცემლებს გამარჯვებით…
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i135240_1.jpg)
ნახე დაწვრილებით »
გთავაზობთ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ პოსტერებს, რომელიც ფეხბურთის თემატიკას განეკუთვნება. პოსტერები, სადაც 32 გუნდია წარმოდგენილი, შექმნილია ამერიკული სააგენტო Wieden+Kennedy–სა და კეიპტაუნის დიზაინერული სტუდია – Am I Collective–ის ძალისხმევით, რომელიც – ESPN საიტისთვისაა შექმნილი.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i135412_All32Nations1.jpg)
ნახე დაწვრილებით »