Archive for the ‘Watches’ Category.
დღევანდელ ფოტო ნაკრებში ჩვენ გამოვაქვეყნებთ ლეგენდარული ბრენდის Chanel–ის საათების ფოტოებს. პირველად კომპანიამ საათების წარმოება დაიწყო 1987 წელს, ამისათვის კომპანიამ შვეიცარიაში საათების ქარხანა შეიძინა. დღესდღეობით Chanel–ი, მსოფლიოში ერთ–ერთი პოპულარული საათების მწარმოებელია. ყველა საათი ქალაქ La Chaux-de-Fonds–ში მზადდება. მოდით ერთად გადავავლოთ თვალი ბრენდის მიერ გამოშვებული საათების მცირედ ნაკრებს…
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i153632_000.jpg)
ნახე დაწვრილებით »
მაჯის საათები შვეიცარელი ოსტატებისთვის დიდი ხანია რაც არა მარტო აქსესუარს, არამედ ნამდვილ ხელოვნების შედევრებს წარმოადგენენ. თქვენს ყურადღებას მორიგ შედევრებზე მივაპყრობთ. საათები სახელწოდებით White Shark–ი გამოშვებულია შეზღუდული რაოდენობით, სულ 12 ცალი, რომელთა ნაწილი პარიზში, სინგაპურში და შვეიცარიაშივე სასტუმრო Urwerk–ში გაიყიდება. საათები დამზადებულია ფოლადისა და ტიტანისაგან. კოლექციაში ამ მოდელის სახელწოდებაა UR-202–ი. მათ საფირონის შუშა აქვთ. ამ საათების ღირებულებაა 158 000$…
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i152627_128021817807.jpg)
ნახე დაწვრილებით »
ავსტრალიურმა მარკა – Storm London–მა შემოგვთავაზა ქალის საათების კოლექცია, რომელიც ნებისმიერი სტილისა და შეფერილობისაა. კოლექცია, სადაც მდიდრული, ლაკონური და რომანტიული მოდელებია წარმოდგენილი, ყველა ასაკის მომხმარებლის გემოვნებაზეა გათვლილი.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i136988_D091D0B5D0B720D0B8D0BCD0B5D0BDD0B8120D0BAD0BED0BFD0B8D18F.jpg)
ნახე დაწვრილებით »
2010 წლის ივლისისთვის – G-Shock–ი გეგმავს ბაზარზე წარმოადგინოს საკუთარი წარმოების ძველი და ახალი საათების კოლექცია, სადაც როგორც კლასიკური, ასევე შეზღუდული რაოდენობით წარმოებული ექსკლუზიური მოდელებიცაა.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i133883_GShockJuly2010ReleasesPreview.jpg)
ნახე დაწვრილებით »
Angular Momentum–ი, ეს გახლავთ საათების მწარმოებელი მანუფაქტურა, რომელიც 1998 წელს დაარსდა შვეიცარიის ქალაქ ბერნში, რომლის თითოეული ეგზემპლარიც შემოქმედებით ნიმუშს განეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ ამ ფირმის საათები მსოფლიოს 18 ქვეყნის გასაყიდ ქსელში მოიპოვება.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i130613_75dfad0f97844e95b00d6df693ee896c.jpg)
ნახე დაწვრილებით »
Saint48–ისა და დიზაინერული სტუდია – PRPLMNT–ის ერთობლივი ძალებით შეიქმნა პროდუქცია – Wood Shock–ი, რომელიც ხის საათს წარმოადგენს. სიახლე, რომელიც კლასიკური მოდელი – Casio G-Shock–ის ასლია, შეზღუდული რაოდენობითაა გამოცემული.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i113775_woodshock4201.jpg)
ნახე დაწვრილებით »
მთვარის კავშირი დედამიწასთან არსებულ პროცესებთან დაკავშირებით ოდითგანვე ცნობილია. იგი ზემოქმედებს: ზღვების მიქცავასა და მოქცევაზე, მცენარეთა ზრდაზე, ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებსა და უამრაც სხვა რაიმეზე. ბარსელონაში არსებულმა დიზაინერულმა სტუდია – The Emotion Lab–მა შექმნა მთვარის საათი, რომელიც დროის ახლებურად აღქმის, ან ბუნების შემადგენელ ნაწილად წარმოგვიდგინეს ნიჭიერმა შემოქმედებმა. საათის ციფერბლატზე შავი და თეთრი ფერით აისახება არსებული მთვარის სხვადასხვა ფაზები, რითაც მათ მომხმარებლებს მისცეს შანსი ყური მიუგდონ საკუთარი თავის შეგრძნებას, ემოციასა თუ განწყობას, მთვარის ციკლთან მიმართებაში.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i109691_Moonwatch20by20The20Emotion20Lab2003.jpg)
ნახე დაწვრილებით »
გთავაზობთ ფოტოებს არც მთლად ახალი, მაგრამ საინტერესო საათის მოდელისა – The Ray, რომელიც Quiksilver–ისგან გახლავთ და მსოფლიოში პირველ ეკოლოგიურ მოდელად ითვლება. მათი რაოდენობა სულ 1000 ეგზემპლარია და თითოეული მათგანი ხელნაკეთია. მასალად გამოყენებულია: შავი ხე და უჟანგავი მეტალი. საათს სპილენძის მექანიზმი და არატრადიციული დიზაინის მქონე ციფერბლატი აქვს. აქვე გამცნობთ, რომ სხვა საათებთან შედარებით მოდელ – The Ray–ს უფრო ხანგრძლივი დროის მქონე – 5 წლიანი გარანტია აქვს.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i102728_theray1.jpg)
ნახე დაწვრილებით »
დიზაინერებმა – Yves Béhar–მა და Issey Miyake–მ შექმნეს ერთობლივი ნამუშევარი – Vue, რომელიც სამაჯურზე არსებულ მინიმალისტურ საათს წარმოადგენს. ახალი შედევრის მიხედვით შესაძლებელია დროის ათვლის ახლებურად შეხედვა. საათის ციფერბლატზე ციფრები ქრება და კვლავაც ჩნდება, იმისდა მიხედვით, თუ რომელი საათია. დიზაინერ – Yves Béhar–ის სტუდია – Fuseproject–ი სანფრანცისკოში მდებარეობს, ხოლო – Issey Miyake–ი კი იაპონელ ფეშენ–გურუდაა ცნობილი.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i102219_vuefuseprojectisseymiyake021.jpg)
ნახე დაწვრილებით »
რითია განსხვავებული კვარცის ეს საათები, გარდა მათი ტრივიალური დიზაინისა?
საათის ციფერბლატი არა მხოლოდ ჰოლოგრაფიულსა და ფოსფორულ სურათს წარმოადგენს, არამედ რეალურ 3D გამოსახულებას, რომელიც უამრავ, უწვრილეს დეტალებს მოიცავს. ამ ეფექტის მიღწევა ტექნოლოგიით იქნა შესაძლებელი, რაც გარკვეული განათების ხარჯზე იწვევს ციფერბლატზე ასახული ბუდასა და მარიამის მოდელების გამოსახულებათა ე.წ. „გაცოცხლებასა“ და ნათებას, ხოლო უკანა ხუფი კი აღჭურვილია გრავირებული გამონათქვამებით.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i93623_halotechskleika1.jpg)
ნახე დაწვრილებით »