Archive for the ‘Auto’ Category.

Jaguar & Land Rover \ Auto

2010 წლის 27 აგვისტოს გამართულ მოსკოვის საერთაშორისო საავტომობილო სალონზე, Jaguar–მა წარმოადგინა ისეთი ახალი მოდელები, როგორიცაა: Jaguar XJ, ბრონირებული ვერსია – XJ Sentinel–ისა, რომელიც მსოფლიო პრემიერად იქცა და ასევე XFR–ი და XKR–ი. აი, ეს წარმოდგენილი 3 ავტომობილი შეასხამს ფრთას ბრენდი – Jaguar–ის ახალ სიცოცხლეს.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Brabus iBusiness / Mercedes-Benz S600 \ Auto

კომპანია Brabus–მა, რომელიც თავისი ავტომობილებით მთელს მსოფლიოშია ცნობილი წარმოადგინა ავტომობილ Mercedes-Benz S600–ის სრულიად უნიკალური ვერსია. თუკი დავათვალიერებთ ავტომობილში მდებარე ელექტრონიკასა და მოწყობილობათა რაოდენობას, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მეტისმეტია, მაგრამ Brabus–ი, ხომ ყოველთვის იღწვოდა ფუფუნებისკენ, ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ ავტომობილში არის ორი iPad–ი, აღჭურვილი მაუსებითა და Bluetooth – კლავიატურით. ასევე Brabus iBusiness–ი აღჭურვილია ულტრაპორტატული, 15,2 დიაგონალიანი, Apple iPod Touch ნოუთბუქით, ტელეფონით, ნავიგაციური რუქით, რადიო მიმღებით. ავტომობილის ძრავა BRABUS SV12 R Biturbo 750 შედგება 12 ცილინდრისაგან, ხოლო მისი ნომინალური სიმძლავრე 750 ცხენის ძალაა. მაქსიმუმი (რაც თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ სპიდომეტრზე) 340 კმ /ია საათში. ავტომობილი 100 კილომეტრს ანვითარებს 4 წამში…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Toyota Highlander \ Auto

მოსკოვის საერთაშორისო ავტოსალონზე წარმოდგენილი იქნება ახალი ავტომობილი – Toyota Highlander–ი. კომპანია – Toyota–ს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ – Highlander–ის მართვის სისტემა თავისუფლად შეიძლება შევადაროთ ბიზნეს–კლასისას, ხოლო მისი 7 ადგილიანი სალონი კი მძღოლისა და მგზავრთა მოთხოვნისამებრ ტრანსფორმირდება.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

2012 Mercedes-Benz CLS-Class \ Auto

2010 წელს, პარიზის ავტოსალონზე იგეგმება მსოფლიო ოფიციალური პრემიერა – 2012 Mercedes-Benz CLS-Class–ისა და აი, სიახლის პირველი ოფიციალური ფოტოებიც გამოჩნდა.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Lexus CT 200h \ Auto

კომპანია – Lexus–მა, ლოს–ანჟელესში მდებარე დიზაინერულ სტუდია – Nondesign–თან ერთად შექმნა ინსტალაცია, რომელიც – Lexus CT 200h–ის ჰიბრიდის ახალ ფორმას წარმოადგენს. ეს კომპოზიცია გახდა კამპანია – Darker Side of Green–ის ნაწილი, რომელიც ყურადღებას იპყრობს მოწინავე ეკოლოგიური ტექნოლოგიების გამოყენებით. მნახველთ შესაძლებლობა აქვთ იხილონ Lexus CT 200h–ის პერიმეტრული, 2 განყოფილებიანი, ალუმინის 500 წნულით შექმნილი ინსტალაცია, რომელიც ზუსტად იმეორებს Lexus CT 200h–ის კონტურებს, სადაც სინათლის კომპოზიცია მონაცვლეობს მდიდრული, ოქროსფერი ტონიდან, ეკოლოგიურ მწვანე შეფერილობამდე.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

The Moscow motor show has opened for visitors \ Auto

29 აგვისტოს, მოსკოვის საერთაშორისო ავტო სალონი გაიხსნა მნახველთათვის. ავტო სალონში გამოფენილია 12 სახელმწიფოში წარმოებული დაახლოებით 80 ავტომობილი. ავტო გამოფენაზე გარდა სერიულად წარმოებული ავტომობილებისა, გამოფენილიც იქნება კონცეპტული მოდელები. ორგანიზატორთა გამოთვლებით ავტო გამოფენას დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი უნდა დაესწროს…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

2011 Land Rover Freelander \ Auto

კომპანია – Land Rover–ი 2011 წლისთვის გეგმავს გამოსცეს განახლებული და მოდერნიზებული – Freelander 2 2011, რომელიც 2,2 ლიტრიანი ტურბოდიზელით, ცინცხალი გარეგნობითა და ახალი სალონით მოგვევლინება.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Automobile hotel \ Auto

დღევანდელ ფოტო ნაკრებში თქვენ ნახავთ შტუტგარტში (ქალაქი გერმანიაში) მდებარე სასტუმროს V8 Hotel–ის ფოტოებს, რომელიც ნებისმიერ ავტო მოყვარულს მოეწონება. ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროში 34 ნომერია. დიზაინის ძირითადი ნაწილი ავტომობილთა თემატიკაზეა. ზოგიერთ ნომერში ნამდვილი ავტომობილებიც კი დგას. ამ სასტუმროში შეგიძლიათ ავტომობილში დაიძინოთ. სასტუმროში ერთი ღამის გატარება 300 ევრო ღირს. იგი დიდი პოპულარულობით სარგებლობს და მისი სტუმრები, როგორც ტურისტები ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებიც არიან…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Jeep Wrangler & Jeep Wrangler Unlimited 2011 \ Auto

Chrysler Group–მა წარმოადგინა განახლებული – Jeep Wrangler–ი და 2011 წლის სამოდელო რიგის – Jeep Wrangler Unlimited–ი. განახლებული სახითაა წარმოდგენილი: სალონი, სადაც ახალი დიზაინი და შალითებისთვის გაუმჯობესებული ხარისხის მასალაა გამოყენებული; ფერთა ახალი გამა; მულტიმედიური საჭე, რომელიც მძღოლს საშუალებას აძლევს საჭიდან ხელის აუღებლად დაარეგულიროს კრუიზ–კონტროლი, რადიო, ხმამაღალი სატელეფონო კავშირი და ბევრი სხვა ფუნქცია.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Ostoure \ Auto

დიზაინერმა – Mohammad Reza Shojaie–მ შექმნა კონცეპტი – Ostoure, რომელიც მოტოციკლს წარმოადგენს. სიახლეს 2 ბორბალი აქვს, რომელთაგან ორივეს წამყვანის ფუნქცია აკისრია, ხოლო რაც შეეხება მის სახელწოდებას (Ostoure), იგი სპარსულიდან ითარგმნება, როგორც – ლეგენდა.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

 {WERTILI}