Archive for the ‘Books’ Category.

Bird / Andrew Zuckerman \ Books

ცნობილი ფოტოგრაფი Andrew Zuckerman–ი მთელი წლის მანძილზე მოგზაურობდა ოთხ ქვეყანაში, რათა ფრთოსანთათვის გადაეღო ფოტოები, რომლებიც გამოჩნდნენ მის წიგნში. წიგნს ძალზედ უბრალო სახელწოდება აქვს, უბრალოდ – „ჩიტი“. ფოტოგრაფი ფოტოების გადასაღებად იყენებდა 33 მეგაპიქსელიან კამერას Leaf Aptus 75S–ს. „ჩიტი“Zuckerman–ის მესამე წიგნია. ფოტოგრაფმა ყველა ფრინველის ფოტოს, ფონად თეთრი ფერი დაუდო. წიგნში ნახავთ 74 ფრთოსანის ფოტოს…

Image Hosting [top100.ge]
Andrew Zuckerman–ის წიგნის გარეკანი.

ნახე დაწვრილებით »

Andrew Lee \ Books

გრაფიკოს დიზაინერმა – Andrew Lee–მ შექმნა დუგლას ადამსის იუმორისტულ–ფანტასტიკური ჟანრის წიგნების სერიის გარეკანები, რომლებიც მშვენიერ ფერთა გამითა და დამამახსოვრებელი ემბლემატიკითაა აღჭურვილი. წიგნების გარეკანი ორივე მხრიდანაა გაფორმებული თემატიკური ემბლემებით, რომელთა ამოცნობაც მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა წიგნი თავიდან ბოლომდე იქნება წაკითხული.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Atelier 25 \ Books

Atelier 25 – ეს გახლავთ ახალგაზრდა დიზაინერთა – Chloé Tercé–ს და Capucine Merkenbrack–ის დუეტი, რომლებიც პარიზში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ისინი წიგნებისთვის განკუთვნილ, ხელნაკეთ გარეკანებზე სპეციალიზირდებიან. მათი ნამუშვრები გამოირჩევა ლაკონური დიზაინითა და ახალი, ნოვატორული იდეებით.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Josh Cooley \ Books

Pixar Animation Studios (კომპიუტერული ანიმაციების სტუდიის) მხატვარ–ილუსტრატორმა – Josh Cooley–მ შექმნა წიგნი – “Movies R’ Fun”, სადაც ბავშებისთვის გასაგებ ენაზე აღწერს უფროსთათვის განკუთვნილი ფილმების მოკლე შინაარსს, რომელთა რიცხვშიც შედის ისეთი ფილმები, როგორიცაა: „ტერმინატორი“, „პროფესიონალი“, „უცხო“, „ნათლიმამა“ და სხვა.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Ellen von Unwerth \ Books

წარმოგიდგენთ ფოტოკოლაჟს – Ellen von Unwerth–ის მიერ გამოცემული წიგნიდან – “Revenge”, სადაც მონაწილეობა მიიღეს მოდელებმა: Tina Davis–მა, Janelle Fishman–მა, Sarabeth Stroller–მა, Dorota Wójcik–იმ, Julie Ordon–მა, Diana Stoessel–მა, Minerva Portillo–მ, Lenka Batkova–მ, Sheila Ruschell–მა, Micki Olin–მა, Svenja Parotat–მა, Nicole Laliberté–მ, Travis Marshall–მა და Karim Bekka–მ.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Records of Ginnesa – from ridiculous to worthy respect \ Books

წინა წელს, ნოემბრის თვეში ჩატარდა რეკორდების დღე, რომელშიც ხალხს საშუალება მიეცა დაერეგისტრირებინათ თავიანთი რეკორდები. დღევანდელ ფოტო ნაკრებში თავმოყრილია რეკორდსმენთა ფოტოები, მსოფლიო რეკორდების და მათი მცდელობების…

Image Hosting [top100.ge]
მამაკაცი, რომელიც ცდილობს გინესის რეკორდების წიგნში შესვლას 278 მეტრიანი შენობის სახურავიდან გადმოხტომით.

ნახე დაწვრილებით »

The human alphabet \ Books

Pilobolus Dance Theatre –ის მოცეკვავეები მთელს მსოფლიოში სახელგანთქმულნი არიან და მუდამ გამოირჩევიან თავიანთი უსაზღვროდ ტალანტური და გრაციოზული დადგმებით. Pilobolus Dance Theatre–ის გუნდის წევრებმა საკუთარი სხეულისაგან შექმნეს ინგლისური ანბანი. ფოტოები გადაიღო ფოტოგრაფმა John Kane-მა…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Ozzy Osbourne \ Books

დასავლეთ ჰოლივუდში, წიგნის მაღაზია – Book Soup–ში, როკ–ლეგენდამ – Ozzy Osbourne–მა, თავისივე ფანატებს ავტოგრაფები დაურიგა, რომელიც მისივე ბიოგრაფიის ამსახველ წიგნზე – “I Am Ozzy”-ზე განათავსა.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

JACKET+BOOKMARK \ Books

გრაფიკოს–დიზაინერი და ილუსტრატორი – Igor “Rogix” Udushlivy, რომლის პორტფოლიოც 100–ზე მეტ პროექტს მოიცავს, ქმნის ილუსტრაციებს, ლოგოებს, ანიმაციებსა და სხვა ბევრ საინტერესო და გონივრულ პროექტებს. მის მიერ შექმნილ ნამუშევრებში იგრძნობა პრაქტიციზმი, სიცხადე და მომხიბვლელობა. ამჯერად მან შემოგვთავაზა საინტერესო იდეა, რომელიც წიგნთანაა დაკავშირებული. ეს წარმოადგენს მომხიბვლელად გაფორმებულ სუპერგარეკანს+სანიშნს, რომლებიც ბრწყინვალედ ავსებს ურთიერთს.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Polar Obsession \ Books

პაულ ნიკლენი (Paul Nicklen), National Geographic–ის ჟურნალის ფოტოგრაფია. მან გამოუშვა ახალი წიგნი, რომლის სახელწოდებაა „Polar Obsession“–ი. წიგნში შესულია არქტიკასა და ანტარქტიდაზე გადაღებული 160 სურათი. ერთ–ერთი პოლარული ექსპედიციის დროს, პოლს გადახდა გასაოცარი ისტორია – მას დაუმეგობრდა ზღვის ლეოპარდი, ანტარქტიდის სასიკვდილო მტაცებელი…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

 {WERTILI}