Archive for the ‘Business’ Category.

Deloitte’s Football Money League \ Business

საერთაშორისო კონსალტინგურმა და აუდიტორულმა სააგენტო – Deloitte–მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, ცნობილი როგორც – Deloitte’s Football Money League, სადაც 2008/2009 წლის სეზონის ყველაზე მდიდარი საფეხბურთო გუნდების რეიტინგია დაფიქსირებული.
Deloitte–ის ფინანსური კვლევა დაფუძნებულია საფეხბურთო ბიზნეს საქმიანობაზე, სადაც შედის: შეჯიბრებებზე ბილეთების გაყიდვა, სპონსორული კონტრაქტები, კლუბის სიმბოლიკიანი საქონლის რეალიზაცია, სატელევიზიო ტრანსლაციიდან შემოსავალი, სტადიონების არენდა და კორპორატიული წინადადებანი. აღსანიშნავია, რომ კლუბების ფინანსური გასავალი, რომელიც სხვა გუნდებიდან მოთამაშეთა შეძენას, გუნდის წევრთა ხელფასსა და ანალიტიკურ გადასახადებს შეეხება, მათ მიერ გათვალისწინებული არაა.
გთავაზობთ რეიტინგის მიხედვით დალაგებულ პიველ ათეულში მოხვედრილ საფეხბურთო გუნდთა სიას:

Image Hosting [top100.ge]
ყველაზე მდიდარი საფეხბურთო გუნდის სიის სათავეში მოექცა და პირველი ადგილი დაიკავა – Real Madrid C.F. (მადრიდის “რეალმა”), რომლის წლიური შემოსავალი შეადგენს – 401,4 მილიონ ევროს. ეს გუნდი უკვე ზედიზედ 5 წელია Deloitte–ის სათავეშია მოქცეული.

ნახე დაწვრილებით »

The ten most most valuable brands in the world \ Business

ბრიტანულმა სააგენტო – Brand Finance–მა კვლავაც გამოაქვეყნა მორიგი რეიტინგი – მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდებისა, სადაც პირველ ადგილზე სუპერმარკეტების ქსელი – Wal-Mart–ი მოექცა, რომლის საბაზრო ღირებულება შარშანდელთან შედარებით 2%–ით გაიზარდა და 41,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Image Hosting [top100.ge]
No.1 – Wal-Mart — 41,4 მილიარდი დოლარი.

ნახე დაწვრილებით »

Harvard Business Review \ Business

მენეჯმენტის სფეროს ავტორიტეტულმა გამომცემლობამ – Harvard Business Review–მ, გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე ეფექტურ კორპორაციათა ხელმძღვანელთა სია, რომელიც ექსპერტ – INSEAD (Institut Européen d’Administration des Affaires)–ის ვერსიის მიხედვით შედგა.
მენეჯმენტისა და ფინანსური ბიზნეს–სკოლის – INSEAD–ის სპეციალისტებმა შეაფასეს სახალხო კომპანიები, რომლებიც S&P Global 1200–ის ან S&P BRIC 40–ის საფონდო ინდექსს განეკუთვნებიან. გენერალური დირექტორების ეფექტურობა განისაზღვრა, აქციონერთა შემოსავლის მიხედვით, რომელთაც საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდა და რეინვესტირებული დივიდენდებიც დაერთო.

Image Hosting [top100.ge]
პირველი ადგილის მფლობელი – Steve Jobs–ი, რომელიც კომპანია – Apple–ის გენერალური დირექტორი და დამაარსებელია.

ნახე დაწვრილებით »

მილიარდერთა ახალი სია \ Business

ჟურნალმა ”ფორბსმა” (FORBES) სენსაციური მასალა გამოაქვეყნა. ბილ გეითსი (Bill Gates) აღარაა მსოფლიოს მილიარდერთა პირველი ადგილის მფლობელი!!! 78 წლის უორენ ბაფეტმა (WARREN BUFFET) ადრინდელი სიის მეორე ადგილიდან პირველზე აინაცვლა–62 მილიარდი დოლარით.

Image Hosting [top100.ge]
1- Warren Buffet

ნახე დაწვრილებით »

მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქები \ Business

კომპანია „მეგსეს” ის კვლევის შედეგებით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად ტოკიო (იაპონია) დასახელდა (გასულ წელს მოსკოვი იყო გამარჯვებული). მკვლევარები ასეთ რეიტინგულ ცვლილებებს უკავშირებენ მსოფლიო ფინანსურ კრიზისსა და დალარის კურსის ვარდნას.

Image Hosting [top100.ge]
ტოკიო (იაპონია)

ნახე დაწვრილებით »

 {WERTILI}