Legend of the Guardians

Legend of the Guardians-ი ეს გახლავთ ანიმაციური ფილმი, რომელიც გადაღებულია Kathryn Lasky–ს მიერ დაწერილი საბავშვო წიგნის – Guardians of Ga’Hoole–ის მიხედვით, რომელიც საბავშვო სერიებს წარმოადგენს. ფილმი შექმნილია წიგნში არსებული 3 სერიის: The Capture, The Journey–სა და The Rescue–ს მიხედვით. Legend of the Guardians-ის რეჟისორია – Zack Snyder–ი, ხოლო გმირებს ახმოვანებენ: Jim Sturgess, Geoffrey Rush, Rachael Taylor, David Wenham და Emilie de Ravin–ი.

Image Hosting [top100.ge]

ეს გახლავთ ისტორია, რომელიც ბუ Soren–ს შეეხება, რომელიც მამამისის მიერ მონათხრობი ისტორიებით – მამაცი და მებრძოლი ბუების შესახებ, დიდად მოხიბლულია და ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც თავადაც აღმოჩნდეს მეომარ ბუთა არმიაში, რომლებიც ბუების სამეფოს სამსახურში არიან, რასაც მისივე ძმა საკმაოდ ცინიკურად და შურით აღსავსე უყურებს. სწორედ ამიტომაც ამოჩნდება Soren–ი განსაცდელში და ახლა ერთადერთი ხსნა ისაა, რომ განახორციელოს ფრიად საშიში და თითქმის შეუძლებელი გაქცევა.
გვპირდებიან, რომ ანიმაციური ფილმი დიდ ეკრანებზე ა.წ–ის სექტემბრის ბოლოს გამოვა, მანამდე კი ფოტოებსა და ვიდეოს შემოგთავაზებთ.

Image Hosting [top100.ge]

Image Hosting [top100.ge]

Image Hosting [top100.ge]

Image Hosting [top100.ge]

Image Hosting [top100.ge]

Leave a Reply

 {WERTILI}