Manuel Archain \ Creative

27 წლის Manuel Archain–ი მხატვარ – Silvina Vlaggio–ს ვაჟი გახლავთ, რომელიც ბავშვობიდანვე დედამისის სტუდიაში ფერწერასა და ქანდაკებას შეისწავლიდა. თუმცა მას არანაკლებ იტაცებდა ფოტოგრაფირებაც და 17 წლიდან ხელი მიჰყო რეკლამისა და ვიდეოკლიპების გადაღებას.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Akos Major \ Photography

დღევანდელ ფოტო ნაკრებში გთავაზობთ Akos Major-ის შესანიშნავი ნამუშევრების ფოტოებს, რომლებზეც ასახულია საზღვაო პეიზაჟები…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Laetitia Casta for T Magazine \ Fashion Photo

ბელგიელმა ფოტოგრაფმა – Willy Vanderperre–მ ფირზე აღბეჭდა მომხიბვლელი ფრანგი მოდელი – Laetitia Casta. ფოტოსესია, სადაც ლამაზმანი Nina Ricci–ს, Stella McCartney–ს, Valentino–სა და სხვათა სამოსში იწონებს თავს და 60–ანი წლების სტილს ასახავს, ჟურნალ – T Magazine–ის საშემოდგომო ნომრისთვისაა განკუთვნილი.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

AirCraft by Jeffrey Milstein \ Art

Jeffrey Milstein–მა შემოგვთავაზა სერია – „AirCraft“–ი, სადაც ასახული თვითმფრინავთა ნაირსახეობანი, ავტორმა ჭეშმარიტ ხელოვნების საგნად მოიტანა ჩვენამდე. აქ მოცემულია ავიალაინერთა ფრენის მომენტში გადაღებული მსხვილმასშტსაბური გამოსახულებანი, რომლებიც ერთის მხრივ თვითმფრინავთა ტიპოლოგიას, ხოლო მეორეს მხრივ კი თანამედროვე ტექნოლოგიის სირთულეებს ასახავს.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

The Lulu Kati Kati House \ Architecture

გთავაზობთ ფოტოებს პროექტისა – The Lulu Kati Kati House–ი, რომელიც – Kate Otten Architects–ის ჯგუფის წევრების მიერაა შექმნილი და სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ იოჰანესბურგში არსებულ, 3 დონიან კეთილმოწყობილ საცხოვრებელს წარმოადგენს.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Plastic “children” or dolls “Reborn” \ Kids

Reborn-ის თოჯინები მთელს მსოფლიოშია ცნობილი. თითო თოჯინა ერთადერთი ეგზემპლიარია და ისინი გამოიყურებიან ისე, როგორც ნამდვილი ბავშვები, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა, ბევრი მათგანი იწონის იმდენივე კილოგრამს, როგორც ახალ დაბადებული და ზოგიერთი მათგანი სუნთქავს კიდეც. თითოეულ თოჯინას აქვს თავისი დაბადების დღე და სახელი. ესეთ თოჯინებს ძირითადად უფროსი ქალბატონები ყიდულობენ, რომელთაც არ ჰყავთ საკუთარი შვილი და სიამოვნებით იყოლიებდნენ ისეთ არსებებს, რომელნიც ძალიან გვანან ნამდვილ ბავშვებს და რაც მთავარია, არასოდეს არაფრით არ შეაწუხებენ…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Ace of Base is Back \ Music

გთავაზობთ – Ace of Base–ის სეხეცვლილი კოლექტივის მიერ გამოცემულ ახალ კლიპს, რომელიც ახალი სინგლი – ‘All For You’-თი პოპ–სცენას კვლავაც მოევლინა. საქმე იმაში გახლავთ, რომ – Ace of Base–ის ჯგუფს სუსტი სქესის წარმომადგენელთა 2 ახალი წევრი: Clara Hagman–ი და Julia Williamson–ი ძველს ჩაენაცვლა. ვფიქრობთ 90–ანი წლების ხიბლსა და ნოსტალგიას ახალი კოლექტივი არ გაანელებს, თავად შეაფასეთ!

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Fashion and style \ Fashion

დიზაინერები კვლავაც განაგრძობენ სხვადასხვა სეზონისათვის მშვენიერი და მოდური სამოსისა თუ აქსესუარების შექმნას. დღევანდელ ფოტო ნაკრებში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თუ რა ფერები, როგორი სამოსი და აქსესუარები უნდა შეიძინოთ თუ გინდათ, რომ შემოდგომაზე ძალზედ მოდურად და შთამბეჭდავად გამოიყურებოდეთ…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

The Vessel Collection \ Design

ორეგონაში დაფუძნებული დიზაინერული სტუდია – CraftedSystems–ის დიზაინერმა – Aurelie Tu–მ, წარმოადგინა საკუთარი პროექტი – The Vessel Collection–ი, რომელიც დეკორატიულ საყვავილეებს წარმოადგენს. კოლექცია 100 %–იანი შალის ძაფისგან დართული, ქეჩის მასალითაა შექმნილი. 6 ფერში შესრულებული სხვადასხვა ფორმის ნაკეთობანი ხელნაკეთია და ავტორისეულ ნიჭიერებასა და ორიგინალურობაზე მეტყველებს.

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

Spiders-racers \ Nature

ფოტოებში ეს ეგზოტიკური არსებები საშინელებათა ფილმებში მონაწილე მონსტრებს მოგვაგონებს, მაგრამ მიუხედავათ მათი გარეგნობისა ამ არსებების სიმაღლე 6 სანტიმეტრს არ აღემატება…

Image Hosting [top100.ge]

ნახე დაწვრილებით »

 {WERTILI}